понедельник, 22 декабря 2014 г.

გაკვეთილის გეგმის ნიმუში ქართულენოვანი სკოლებისთვის

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
„ტყეში“ - მოთხრობა იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, II კლასი
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა პროფილი
2 მოსწავლე,
მათ შორის არცერთი არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·      ტექსტის გააზრება;
·       პირად გამოცდილებასთან დაკავშირება;
·      კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებ გამოხატვა;
·      დამოკიდებულებები პერსონაჟებისადმი.

შედეგები და ინდიკატორები
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
·         ასათაურებს ტექსტს;
·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·         ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·         აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.

ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განარჩევს დიალოგს და თხრობას;
·         მოიძიებს რეპლიკების ავტორებს.

გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის ხანგრძლივობაა - 45 წუთი

A ფაზა - 5 წუთი
·      საორგანიზაციო მომენტი
·      შეფასების რუბრიკების გაცნობა

B ფაზა  - 8 წუთი
·      კორნელის ცხრილის ანალიზი

C ფაზა - 32 წუთი

მრავალფეროვანი აქტივობები - 29 წუთი

მუშაობა წყვილში:
აქტივობა 1.  
·         ანალოგების ძიება სხვა ნაწარმოების პერსონაჟებთან  (დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე)                            -  7 წთ.

აქტივობა 2.  

·         წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების შედარება
·         ასოციაციური  რუკა - ტექსტის მიხედვით ტყის დახასიათება დახასიათება                                                                         - 6 წთ.

აქტივობა 3.  

·         დიალოგების და ავტორის სიტყვების გამოყოფა ტექსტიდან  - მარკერით                                                                              -  7 წთ.

აქტივობა 4.  

·         როლური თამაში                                                                     - 4 წთ.
                                                                        
აქტივობა 5.
·         მუშაობა ბუკებში - ტესტები ტექსტის მიხედვით
                                                                                                    - 5 წთ.
o  გაკვეთილის შეჯამება
o  მოსწავლეთა შეფასება
o  საშინაო დავალების მიცემა   (3 წუთი)






შეფასების რუბრიკა
შეფასების ინდიკატორები
დაბალი

საშუალო

მაღალი
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
არ შეუძლია
შეუძლია მასწავლებლის დახმარებით
თავისუფლად შეუძლია
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან
არ შეუძლია
შეუძლია მასწავლებლის დახმარებით
თავისუფლად შეუძლია
კომპიუტერული
 უნარ-ჩვევები
არ აქვს გამომუშავებული
ნაწილობრივ აქვს გამომუშავებული
კარგად აქვს გამომუშავებული

დროის ორგანიზება

არ შეუძლია დროის ორგანიზება, ვერ იცავს დროის ლიმიტს
ნაწილობრივ შეუძლია დროის ორგანიზება, დროის ლიმიტს იცავს მასწავლებლის დახმარებით
შეუძლია დროის ორგანიზება,
ვერ იცავს დროის ლიმიტს

თვითშეფასების სქემა
შეკითხვები
დიახ
არა
1. 
გასაგებად ვსაუბრობ თუ არა


2. 
ემოციურია თუ არა ჩემი საუბარი


3. 
კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს ვაძლევ მოფიქრებისათვის დროს


4. 
ვიყენებ ჩემს მიერ მომზადებულ ელექტრონულ რესურსებს


5. 
ვიყენებ საგანმანათლებლო-კომპიუტერულ თამაშებს


6. 
შეფასების რუბრიკა გაკვეთილის დაწყებსთანავე არის თუ არა ცნობილი მოსწავლეებისთვის


7. 
ვიყენებ გაკვეთილის მართვის ელექტრონულ პროგრამას


8. 
მომზადებული ვიდეომასალა გაკვეთილის მიზნების შესაბამისია


9. 
მომზადებული ვიდეომასალა მოსწავლეებისათვის  გასაგებია


10.           
მოსწავლეებს განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები




ვიდეოგაკვეთილი:



Комментариев нет:

Отправить комментарий