воскресенье, 27 июля 2014 г.

ტრენინგის ”შებრუნებული საკლასო ოთახი” აღწერა

1.      ტრენინგის სრული ხანგრძლივობა - 20 საათი;
2.       ერთი ტრენინგ- დღის ხანგრძლივობა - 4 საათი;
3.      ტრენინგი ტარდება კვირაში არაუმეტეს სამჯერ;
4.      მასწავლებლები მუშაობებ ინდივიდუალურად და ქმნიან  ერთი გაკვეთილის ვიდეოს და  ერთი სხვა გაკვეთილის ელექტრონულ წიგნს ( მასწავლებელმა სულ უნდა შექმნას 2 სხვადასხვა გაკვეთილის რესურსი);
5.       მასწავლებლები შერჩეული თემის (თემების) შესახებ:
·         საზღვრავენ  სასწავლო ამოცანებს, მიზნებს;
·         ადგენენ შესაბამისობას  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან (სტანდარტთან) და საზღვარავენ:
რა შედეგზე გავლენ მოსწავლეები მოცემული გაკვეთილით
 საზღვარავენ  გაკვეთილის ძირითად აქტივობებს
(ამას ასრულებენ  ტექსტურ რედაქტორში (Word)). 
7.      სერთიფიკატის მისაღებად აუცილებელია  20 საათიდან  მინიმუმ  16 საათზე დასწრება.
შენიშვნა:  ხელმოსაწერ ფორმაში მითითებულია მოსვლის, წასვლის და ხელმოწერის გრაფები, სადაც ტრენერი უთითებს მასწავლებლის ტრენინგ-დღეზე მოსვლის (გამოცხადების) და წასვლის დროს, ხელმოწერის გრაფაში კი თითოეულ ტრენინგ-დღეზე მასწავლებელი აწერს ხელს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий