გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
|
„ბევრზე ბევრი“ - მოთხრობა იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, II კლასი
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა პროფილი
|
5 მოსწავლე,
მათ შორის არცერთი არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
ტექსტის
გააზრება;
·
პირად გამოცდილებასთან
დაკავშირება;
·
კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით
აღძრული ემოციების გამოხატვა;
·
დამოკიდებულებები პერსონაჟებისადმი.
|
შედეგები და ინდიკატორები
|
ქართ.
II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
· აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
· ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას,
თვისებებს);
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების
მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია
და ა.შ.);
· აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
· გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს
(მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
· მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გაკვეთილის ხანგრძლივობაა - 45 წუთი
A ფაზა - 5
წუთი
·
საორგანიზაციო მომენტი
·
შეფასების რუბრიკების გაცნობა
B ფაზა -
7 წუთი
·
კორნელის ცხრილის ანალიზი
C ფაზა - 33
წუთი
მრავალფეროვანი
აქტივობები -
30 წუთი
მუშაობა წყვილში და
სამეულში
აქტივობა 1.
·
ილუსტრაციების მიხედვით ტექსტის აწყობა-გამთლიანება
პრეზენტაცია
- 5 წუთი
აქტივობა 2.
·
ასოციაციური რუკის შექმნა
ბებიისა და ბიჭის
დახასიათება
- 6 წუთი
აქტივობა 3.
·
საკლასო დისკუსია:
ტექსტზე დაყრნობით ბებიისა და შვილიშვილის საქციელის შეფასება
- 8 წუთი
აქტივობა 4.
· ტექსტში ასახული ამბავის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება
- 5 წუთი
·
მუშაობა ბუკებში - Classroom Management-ის პროგრამაში ტესტები თემაზე: სეზონები და ადამინის საქმიანობა,
ტანსაცმელი, დღესასწაულები
- 6 წუთი
o გაკვეთილის შეჯამება
o მოსწავლეთა შეფასება
o საშინაო დავალების მიცემა (3 წუთი)
|
ელექტრონული წიგნი
Комментариев нет:
Отправить комментарий